🚀„ქალაქ ქუთაისმა ახალი ფუნქცია შეიძინა და გახდა ადგილი, სადაც ერთ მისამართზე ერთიანდება განვითარების სრული გზა: ინტერესიდან — უნარამდე, უნარიდან — პროტოტიპამდე, პროტოტიპიდან — ინოვაციურ ბიზნესამდე” - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ქუთაისში, ტექნოლოგიური ჰაბის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდნენ. 🚀 მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას. პროექტი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას ტექნოლოგიურ განვითარებაში და მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის პოზიციის გაძლიერებას. 🔬 ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში არსებული ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუზეუმის მისიაა ადამიანების შთაგონება ექსპერიმენტისთვის, სამყაროს გასაგებად და პასუხისმგებლიანი მოქმედებისთვის. 🧪 ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ინტერაქციული, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში. მუზეუმის კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე სამეცნიერო ცენტრების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ვიზიტორებს მეცნიერების შესწავლის შესაძლებლობას ინტერაქციული ექსპერიმენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით სთავაზობს. 🤖 პირველ ეტაპზე, მუზეუმში წარმოდგენილია 50 თანამედროვე ექსპონატი, მათ შორის ნაწილი შერჩეული და დამზადებულია მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო — პოლონეთის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით. ექსპოზიცია აერთიანებს ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის, მექანიკის, ოპტიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ასტრონომიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თემატიკას. 🎓 ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ასევე განთავსდა TUMO-ს ცენტრი — მსოფლიოში აღიარებული კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც უკვე მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქალაქში წარმატებით ფუნქციონირებს. TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი ერთდროულად 1200-მდე მოსწავლის ჩართულობას უზრუნველყოფს. ⚙️ „ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდა ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით“ — აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ. 💡 მისივე განმარტებით, მთელი წლის განმავლობაში ათასობით ბენეფიციარს, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა სტარტაპ ინკუბატორი, პრე-აქსელერატორი, ტექნოლოგიური კვირეულები, ინოვაციური ბანაკები, ჰაკათონები, ვორქშოპები, ტრენინგები და ასობით სხვადასხვა ტიპისა და მიმართულების საგანმანათლებლო და საკონკურსო ღონისძიებები. 🌍 მისივე განმარტებით, ქუთაისის ტექნოლოგიურ პარკში წარმოდგენილია ყველა საჭირო ინსტრუმენტი ინოვაციური ბიზნესის მხარდასაჭერად — იდეიდან საერთაშორისო ბაზრებამდე. 👉იხილეთ ვრცლად: https://shorturl.at/W0lVF
-
-
-
-
-
+12